თავიანთი ჭკუით ხელისუფლებას დასცინიან. სინამდვილეში ამ თქვენს ერთუჯრედიან გამოხტომებს იმ ადამიანთა ახლობლებიც ხომ კითხულობენ? – ასე ეხმურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ავღანეთიდან ქართველების გამოყვანაზე ოპოზიციის შეფასებებს.
“როგორი არამზადა, სულით და ხორცით გახრწნილი უნდა იყო, რომ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამო იქილიკო.
თავიანთი ჭკუით ხელისუფლებას დასცინიან. სინამდვილეში ამ თქვენს ერთუჯრედიან გამოხტომებს იმ ადამიანთა ახლობლებიც ხომ კითხულობენ?
შეხედავ პოსტის ავტორებს, წესით უნდა ესმოდეთ რაც მოხდა და რამდენი ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში და რა მიზეზით, მაგრამ არა, სიძულვილი სჭარბობთ.აბა თუ იპოვოთ სხვა ქვეყნების ოპოზიციონერების მხრიდან ასეთი სულელური კომენტარები?!მესმის მოითხოვო ხელისუფლების გააქტიურება, მაგრამ ქილიკი? ან გააქტიურებისკენაც რა სინდისით უნდა მოუწოდო?
იმის ნაცვლად, რომ ახლობლები გაამხნევოთ მშვიდი და დამაიმედებელი პოსტებით, ამხელა ხალხი ღადაობთ და ღლიცინებთ.
იქნებ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების კომენტარები წაიკითხოთ და გაიაზროთ?! ფოტოზე წაიკითხეთ საგარეო უწყების განცხადება.
ყველას მშვიდობით დავაბრუნებთ! – წერს ამირან სალუქვაძე.
კომენტარები