პიარტექნოლოგი, ქოუჩი, გიორგი კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
საქართველოში, ყოველ წელს (1994 წლიდან – 2018 წლამდე) ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობისგან საშუალოდ 500 ადამიანი კვდება. ხოლო სასუნთქი სისტემების ავადმყოფობისგან ყოველ წელს საშუალოდ 1600.
2018 წელს საქართველოში 65-69 წლამდე ასაკის 4358, 2019 წელს კი 4446 ადამიანი გარდაიცვალა. ასევე, ამავე წლებში 80-84 წლის 17973 ადამიანი გარდაიცვალა (2019 წლის დეტალური მონაცემი ჯერ არ დევს).
2019 წელს გარდაცვალების მაჩვენებელი, თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:
იან – 4972
თებ – 3868
მარ – 4171
აპრ – 4068
მაი – 4054
ივნ – 3707
ივლ – 3469
აგვ – 3474
სექ – 3216
ოქტ – 3601
ნოე – 3961
დეკ – 4098
(სულ 46,659 ადამიანი, წყარო: საქსტატი).
საინტერესოა, რა სტატისტიკა იქნება 2020 წელს? კიდევ უფრო საინტერესოა, ზოგადი სტატისტიკის გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მთავრობის მიერ გაკეთებული ანალიზი და რეგულაციების შემოღების, გამკაცრების და გახანგრძლივების საფუძველი და ლოგიკა.
რამდენად აუცილებელია დაავადების პრევენციის მიზნით მოსახლეობის სახლში გამოკეტვა და ეკონომიკის და ყველა ასაკობრივი ჯგუფის დამუხრუჭება? შეიძლება გვქონოდა უფრო ოპტიმალური გეგმა და მიდგომა? რომელიც გაითვალისწინებდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისა და მაღალი რისკის მქონე პირების (64-69 წელი და 80-84 წელი) გარე საფრთხეებისგან დაცვას, იზოლირებას და საჭიროებიდან გამომდინარე მათ უზრუნველყოფას პროდუქტით, მედიკამენტით და მომსახურებით?
რას გვეუბნება ამაზე მსოფლიო სტატისტიკა?რას გვასწავლის იტალია?”
კომენტარები