მწერალი, “ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
“როგორი უიღბლო ერი ვართ, ოსსა და აფხაზს ძმას ვეძახით, ისინი მტრებად გვთვლიან, უკრაინელი ხალხის საცოდაობით ვიწვით, ყველანაირად ვეხმარებით, ევრო-ატლანტიკური ქვეყნების კვალდაკვალ თუ რაიმე აკრძალვა წესდება რუსეთის მიმართ, მხარდაჭერას გამოვხატავთ, სანქციებს იმიტომ ვერ ვუერთდებით, თავის დროზე ნაციონალებმა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადაუმკვიდრა და ამით მხოლოდ ჩვენს თავს ვავნებთ, უკრაინის ხელისუფლება კი ჩვენს სიკეთეებსა და ძმურ დამოკიდებულებას ან შეგნებულად ვერ ხედავს, ან კიდევ ბრმაა, მტრად გვთლის, ჩვენ კიდევ ვიძახით, რა შესაძლებლობებიც გაგვაჩნია, უკრაინელ ხალხს გვერდით დავუდგებითო, ვუდგავართ კიდეც, რა ღონეც გაგვაჩნია უკრაინიდან დევნილებს ამ ძალისხმევას უანგაროდ ვახმართ, თუმცა სამაგიეროდ ცილისწამებასა და შეურაცხმყოფელ ბრალდებებს ვიღებთ, ყველაფერი ეს მარწმუნებს, რომ ქრისტეს ბედისწერას გავდივართ, უმადურობას, დაუნახაობას, შეურაცხყოფასა და ტალახს, ერთგვარ სახრესაც ქრისტეს მოთმინებით ვიტანთ, გოლგოთას გზას გავდივართ და, ის ქართველი, ან ის ე.წ. პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას ვერ ხედავს და განგებ დაბრმავებული თვალითა და გონებით “მტრობის” წისქვილზე წყალს ასხამს, სრულიად ქართველი ხალხისგან დასაგმობია, საქართველო ისტორიულად თუ ვინმეს დაუსუსტებია, ეს შინაური მტერია, რომელიც გაცილებით დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის – ვიდრე გადამთიელია!..”
კომენტარები