ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
,,დალიეთ ძვირად და მოფსით უფრო ძვირად!
აი, თბილისიდან დასავლეთში რომ მიდიხართ და უკან ბრუნდებით ავტობანის გასწვრივ ორ ადგილას გორში და თერჯოლაში (მგონი ტერიტორიული კუთვნილება სწორად დავწერე, მაგრამ მიხვდებით) არის ნორმალური ადგილი სადაც შეგიძლია გაჩერდე. დასავლეთისკენ გზაზე ვისოლი-(ერთი პატრონი ჰყავთ) მართავს ამ ცენტრებს, თბილისისკენ გზაზე კი სოკარი.
გუშინ გორში გავჩერდი თბილისისკენ მომავალ გზაზე და ერთი ჭარმაგი მამაკაცი ეუბნება სავარაუდოდ 35 წლამდე ახალგაზრდას, (მოგვიანებით მივხვდი რომ მამა-შვილი იყვნენ): – როგორი უნამუსობაა, აზერბაიჯანული კომპანია უფასოდ გიშვებდეს ტუალეტში და ფხაკაძე კიდევ მოფსმაში ერთ ლარს გახდევინებს.
მათი დიალოგი გაგრძელდა ევროპის მაგალითებით სად როგორ ხდება… ვიდექი მანდვე, ვეწეოდი და მეღიმებოდა – წარმოვიდგინე, ყველა პრემიერის მაქებარი, ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი ფხაკაძე, როგორ ნეტარებს ყოველ დილით საუცხოო ყავით ხელში, რომელიც ათი ათასობით ადამიანის მოფსმიდან მიღებული მოგებით აქვს ნაყიდი….
მერე ხარხარი ამიტყდა საერთოდ, რომ გავიაზრე მისი ბიზნეს სლოგანი ამ კომპონენტში: გეფსმებათ? მოფსით მხოლოდ ჩვენთან!
ჰო, შემდეგ ისიც გამახსენდა, რომ ყველა სახის სასმელი – გამაგრილებელი, წყალი, ენერგეტიკული, ლუდი, ალკოჰოლური – სმარტში ბევრად ძვირია ვიდრე სხვა ქსელებში. მაგალითად XL სხვაგან 3,0-3.50 ღირს, სმარტში კი 4,25 – 4-75 და ფხაკაძის საიდუმლო სლოგანსაც მივაგენი: დალიეთ ძვირად და მოფსით უფრო ძვირად!”
კომენტარები