5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაციას ფორმულა ალადაშვილის კლინიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
5 ივლისს მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. როგორც თვითმხილველმა ფორმულას უთხრა, ის გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები