თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
24 წლის ბიჭი მარჯვენა ფერდქვეშა არეშია დაჭრილი. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი გუშინ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლითმიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ პირია, რომელიც პოლიციამ გუშინვე დააკავა.
კომენტარები