კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.
„ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები. კვლევებთან ერთად ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების მიხედვით და არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ტემპერატურა ნორმაში აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, თუ ეს ასე გაგრძელდება, კარგი გამოსავალი იქნება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები