კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა. ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა.
რაც შეეხება სრულ სურათს, ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 29 ინფიცირებული წევს.
ეზუგბაიას თქმით, 28 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება ამ ეტაპზე არ შეინიშნება.
„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით გამოხატული კლინიკით მაინც ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. მას დღეს კიდევ განმეორებით ჩაუტარდება დამადასტურებელი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. სტაბილურია უკვე მეორე, მესამე დღეა, რაც იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ დაავადების პროგრესირება ალბათ არ მოხდება”- აცხადებს მარინა ეზუგბაია და იქვე დასძენს, რომ რამდენიმე ძველ პაციენტთან, სადაც გასულია ინფექციურ კლინიკაში ყოფნის 12-13 დღე, სტაბილური სიტუაციაა და შემდეგ გაუმჯობესებაზეც შეიძლება საუბარი.
“დანარჩენ პაციენტებში ჯერჯერობით სიტუაცია მართვადია, შეფასებით ნაწილში ლაბორატორიულად რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება, გამოხატული კლინიკაც არ პროგრესირებს და დიდი ალბათობით, დინამიკაში სიტუაცია უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები