პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. კლინიკური ლაბორატორიული კვლევების შედეგად არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა.
“უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდენიმე საათია არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები ხდება უფრო სტაბილური წინა რამდენიმე საათთან შედარებით. ასევე, კლინიკური ლაბორატორიული კვლევები, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაკეთდა იქაც არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა”
კომენტარები