ცოტნე გამსახურდიას დედამ, მანანან არჩვაძე-გამსახურდიამ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცოტნეს მდგომარეობა იმ კლინიკაში, სადაც ამჟამად იმყოფება, დამძიმდა და ამიტომ სხვა კლინიკაში გადაყვანას, ოღონდ, მას საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა სამთავრობო პირი ბლოკავს.
პარალელურად, ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე, ავრცელებს განცხადებას, რომ უკვე კარგა ხანია, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ცოტნეს პალატაში არ უშვებენ.
“ალია” დაუკავშირდა ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს, რომელიც ამჟამად იმყოფება თურქეთში და მუდმივად არის ცოტნე გამსახურდიას პალატაში.
ანა ჯაბაური:
“ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ცოტნეს მდგომარეობა დამძიმდა, რომ იგი უკიდურესად მძიმეა, ან რეანიმაციაში გადაიყვანეს, არამც თუ არაა ახლო სინამდვილესთან, არამედ სრული სიცრუეა.
ცოტნე სტაბილურადაა და მისი მდგომარეობა ნელნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება”
კომენტარები