რამდენიმე დღეში, მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.
სააღდგომო სუფრისთვის მზადებას ადამიანები რამდენიმე დღით ადრე მაინც იწყებენ. ზოგი ამბობს, რომ სააღდგომო სუფრაზე 12 კერძი უნდა იყოს მოთავსებული, 12 მოციქულის საპატივცემულოდ, ზოგი თვლის – რომ იმდენი კერძი უნდა მომზადდეს, რამდენი დღეც იყო მარხვა. თუმცა, ალბათ, ყველამ იცის, რომ მთავარი სიკეთე და სიყვარულია გულებში.
მაინც რა კერძები უნდა იყოს აღდგომის სადღესასწაულო სუფრაზე?
აღდგომის სუფრის მთავარი კომპონენტებია წითლად შეღებილი კვერცხები და პასკები, რაც შეეხება დანარჩენ კერძებს, ალბათ, ყველაზე გონივრული იმ კერძების მომზადება იქნება, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრებს უყვართ, ან იმ კერძების, რომელთა მომზადება ყოველთვის გსურდათ და ვერა და ვერ ახერხებდი. თუმცა, ერთ რჩევას მაინც მოგცემთ, გამომდინარე იქედან, რომ ქართული სუფრა ძალიან ნოყიერია, ეცადეთ სალათები მაინც იყოს მსუბუქი, რათა ძირითადი კერძების ცხიმოვნება ცოტათი მაინც დააბალანსოს,
რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ აღდგომის სუფრის მთავარი მოტივატორია სასწაულის სიხარული და ეცადეთ, ეს სიხარული სუფრაზეც გამოიხატებოდეს, მაგალითად, მორთეთ ღია და ნათელი ფერებით, ყვავილებით.
როგორი უნდა იყოს პასკა? როგორია თქვენი ბავშვობის პასკის გემო? – უმრავლესობა ამ კითხვას ასე პასუხობს – ტკბილი, სურნელოვანი, სადაც კარაქის გემოც იგრძნობა და ქიშმიშისაც, რომელიც გვახსენებს ბებიის გამომცხვარ პასკას და გვაბრუნებს ტკბილ და თბილ მოგონებებში.
ტკბილმა ქვეყანამ, სწორედ ასეთი მოგონებების გასაცოცხლებლად, კიდევ ერთი განსაკუთრებული გემო შემოგვთავაზა,
და აი, მისი უდიდებულესობა, პასკა „საფირმო“ კარაქით – 850 გრ.
საწარმო დიდხანს არჩევდა, რომელი კარაქით დაემზადებინა მომხმარებლისთვის და მათი ოჯახებისთვის პასკა და არამხოლოდ პასკა და საბოლოოდ, ლაბორატორიული კვლევებისა და ხარისხის შემოწმების შემდეგ, არჩევანი შეაჩერა დანიურ კომპანიაზე. კიდევ ერთი ხარისხიანი პროდუქტის დამატება და ახალი ტექნოლოგიები – ეს არის „ტკბილი ქვეყნის“ „საფირმო“ პასკების საიდუმლოება.
ტკბილი ქვეყნის პასკები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან მისამართზე – თბილისი, ვახტანგ ნინუას 3.
კომენტარები