ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 3 ივლისის აქციაზე საუბრისას ამბობს:
„ეს არის ის, რაშიც ეს ადამიანები ბაკურიანში დაატრენინგეს, როცა აკერმანი იყო ჩამოსული, ის არის რევოლუციების ექსპერტი, თუმცა ისინი ერთ რამეს უშვებენ მხედველობიდან, ამ ყველაფერს მაინც სჭირდება ერთი რამ, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხის მხარდაჭერა ზურგს არ გიმაგრებს, ამ შემთხვევაში ვერანაირი ტრენინგი ვერ გიშველის. როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა იმაში, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ. ამას უშვებენ მხედველობიდან და თვითონ იყენებენ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც მაგალითად, გუშინ ჩაიყენეს. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ ერთი მარტივი მიზეზი გამო – ხალხის მხარდაჭერა ზურგს არ უმაგრებთ“
კომენტარები