იუატიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი:
,,სასამართლოს თემაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე ჩვენს ორგანიზაციასაც უარი უთხრეს.
როგორც ჩანს გამოცდილება დაგვიწუნეს 🙂
ოფიციალურად მოგვწერეს, რომ “იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის თაობაზე თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან.”
ჩვენ, როგორც ახალი ორგანიზაცია, არ ვართ პლატფორმის წევრები, შესაბამისად მათ “მოთხოვნას” ვერ ვაკმაყოფილებთ. ან ეს პლატფორმის წევრობა კრიტერიუმის სახით საიდან მოიტანეს?
მე მხოლოდ გამიხარდება თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლების ორგანიზებული სამუშაო პროცესი ინკლუზიურობას მოკლებულია.”
კომენტარები