ბუკა პეტრიაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი 1-ელ მაისს გაიმართება, სოციალურ ქსელში წერს:
,,საღამო მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! როგორც იქნა მოვაღწიეთ სახლამდე! ჩემო ძვირფასო! ძალინ დიდი მადლობა ასეთი გულიანი, გულწრფელი და გულმხურვალე თანადგომისთვის! ტელეფონი არ მქონდა და ცხადია ვერ ვნახავდი ამ თქვენს მხარდამჭერ პოსტებს, მაგრამ ვიცოდი, სითბო რომ დამხვდებოდა!
არაფერი განსაკუთრებული – როცა აქციაზე ხარ, როცა მართალი საქმისთვის ხარ, უნდა იცოდე რომ ასეც შეიძლება მოხდეს! უბრალოდ მთელი ტრაგიკომიკურობა ამ ამბავში უკვე ძალიან ბევრს აგიღნიშნავთ – მაქსიმალური, 100-%-იანი ევროპიულობით და იმ საოცარი ერთად ყოფნის განცდით გაჟღენთილი ვცდილობდი პროცესები არ გასულიყო ჩარჩოებიდან! სამწუხაროდ, ჩემი მომლაპარაკებლის უნარები და გამოცდილება არასაკმარისი აღმოჩნდა პოლიციელების დასარწმუნებლად და ვერ გადაძალა ზემდგომის დავალება მე დავეჭირეთ მაინცდამაინც გუშინ შეკრებილ 100 ათას ევროპელ ქართველს შორის! ????? პატივია!
პოლიცილებზეც უნდა ვთქვა: ეს დავალება შეასრულეს, ცუდია, კიდევ რომ შეასრულებენ, ესეც ძალიან ცუდია, მაგრამ დაკავების მომენტიდან არცერთი წამით არ მიუციათ საკუთარი თავისთვის უფლება ან სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინათ! სულ ბატონო ალექსის ძახილით აღმოვჩნდი ვერტიკალურ მდგომარეობაში ???? და ასე გაგრძელდე სასამართლოს სხდომის ჩათვლით!
მოკლედ, ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ევროპულ კავშირში გაწევრიანების გადამწყვეტ გზაზე!
შევხვდებით აქციებზე!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
გაიხარე საქართველო!”
კომენტარები