ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო, ჩინეთიდან საქართველოში კიდევ 30 მოქალაქე ბრუნდება.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნება სიფრთხილის მიზნით გადაწყვიტეს.
„არის იმის ალბათობა, რომ მათგან არც ერთი არ მოხვდეს ჩვენს კლინიკაში. მომზადებულია საკარანტინო სივრცე, სადაც მოთავსდება ეს 30 პიროვნება 14 დღის მანძილზე. ჩვენთან მათგან მოხვდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც ჩამოსვლის მომენტში ექნებათ ის სიმპტომები და ნიშნები, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ,“ – თენგიზ ცერცვაძე.
როგორც იქნა, მოუწყვიათ საკარანტინო სივრცე, რომლის საჭიროებასაც “ალია” ამდენი ხანია უმტკიცებს მინისტრს და ამირან გამყრელიძეს.
აკი კარანტინი არ არის საჭიროაა და წინა ჯერზე ჩამოფრენილები სახლებში გაუშვა ჯანდაცვის სამინისტრომ?
“ალია”
კომენტარები