გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, რომელიც ამწუთებში საქართველოსკენ მოემართება, წერს:
“სანამ საარჩევნო ყუთები საარჩევნო უბნებზეა,
უნდა მოხდეს ამ მინიმუმ სამი ოპოზიციური ტელევიზიით ყველა იმ ადამიანის ფიზიკური მობილიზება, რომელსაც არ სურს რომ უკვე მეშვიდე წრეზე წავიდეთ,
უკვე მეშვიდედ ვუცქიროთ, თუ როგორ დაძრწიან ,,აქტივისტები,, ,,სიებით,, და 30 ლარიანი ,,ვალის ფურცლებით,,
ამოვიდა ყელში უკვე მეშვიდედ ამის ცქერა.
სხვა რამეს ველოდით?
ჰოდა
რა აზრი აქვს ახლა ამის ყველაფრის მეშვიდედ ცქერას?
ვიცით რომ ყალბდება და გაყალბდება
და გაყალბდება ცენტრალურად, ცესკოში
ამიტომაც
არ უნდა დატოვოს უბანი ყუთმა
არ უნდა მიეცეს ცესკოს ბიულეტენების გამოცვლის შანსი.
ამიტომაცაა აუცილებელი სრული მობილიზება და ხმის დაცვა.
დარღვევებზე აღელვება მეშვიდედ და ,,წყნარად,, ,,ცესკოს დაველოდოთ,, მოწოდებით, არაფრით არ გამოვა.
არც ამ ახალ არჩევნებს დათმობს ბიძინა.
ამიტომაც
არცერთი ნაბიჯი უკან საარჩევნო უბნების გარემოცვიდან,
ყველა ქალაქში უნდა მოხდეს ხმამიცემულთა მობილიზება იმ 100 მეტრი დისტანციის დაცვით საარჩევნო უბნიდან.
თუკი უკვე მეშვიდედ ჩავიდინეთ და დავუშვით იგივე შეცდომა,
თუკი ისევ დაველოდეთ ,,ცესკოს დათვლებს,, და
,,აი მერე შევიკრიბოთო,, თუკი ეს ვთქვით
მაშინ უკვე მეშვიდედ ვეტყვით უარს საკუთარ ადამიანობას
საკუთარ თავმოყვარეობას.
ახლა აუცილებელია, რომ
ოპოზიციური პარტიების ადგილობრივმა აქტივისტებმა მოახდინონ მათ მხარდამჭერთა მობილიზება და
როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა 2012 წელს
აი ზუსტად ისე
უნდა განაცხადოს პარტიის ყველა აქტივისტმა, რომ
არ დათმობს საკუთარ ხმას
დაიცავს საკუთარ ხმას
ახლავე და ამისათვის მზადაა ახლავე, ლოდინის გარეშე.
ესაა ერთადერთი წნეხი, რომ ცესკომ ვერ გაბედოს გაყალბებული რიცხვების გამოცხადება და თუ გაბედა, იცოდეს, რომ ადამიანები კიარა, მოსახლეობა კიარა,
პარტიები და მათი ლიდერობა ამას უკვე აღარ გაუტარებენ
მე თქვენთან, ყველასთან ერთად ვარ და სარფი კენჭის სროლის მანძილზეა ჩემგან.
არა ვართ ასე შორებლები.
ერთად დავიცვათ საქართველოს მომავალი.”
კომენტარები