საქართველოს პრემიერი აშშ-ს და ევროკავშირს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არც ავტორიტარიზმი და არც ანტიდემოკრატიული ქმედებები “ოცნებასთან” კავშირში არ არის და ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ვითარება შეიცვლება, თუმცა, არ ამბობს, როგორ და რა პირობებით ელოდება უკრაინაში ომის დასრულებას, ისევე, როგორც არ ამბობს, რატომ უკავშირებს პარტნიორების მიერ საქართველოს მთავრობისადმი გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის ომს, მაშინ, როცა პირდაპირი კითხვის პასუხად, ყოველთვის ამბობს, რომ არასოდეს უთქვამს, თითქოს ამერიკა და ევროკავშირი გვითრევს ომში.
ეს ყველაფერი ტყუილია, ავტორიტარიზმი უკვე ტყუილია, არადემოკრატიული მმართველობა ტყუილია, ეს არის მთავარი. დასრულდება არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება განცხადებებიც და გადაიტვირთება ურთიერთობები, – ამბობს კობახიძე.
ემანუელ მაკრონმა დღეს განაცხადა, რომ “ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.
კომენტარები