“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე:
“იმედი მაქვს, სააკაშვილი დაეთანხმება მის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რა თქმა უნდა, კონსილიუმი და ექიმები თავიანთ შეფასებას გააკეთებენ, რამდენად მზად არის ჰოსპიტალი. პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო -ხაზი გაუსვით, ელენე ხოშტარიას უკომპრომისო ბრძოლამ, პარლამენტის წევრების მასობრივმა შიმშილობამ, ადამიანების ბრძოლამ ქუჩაში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობამ – ყველაფერმა გამოიღო შედეგი.
ევროპული სასამართლოს კატეგორიული მოთხოვნაა, ბრალდებულს ჰქონდეს საშუალება დაესწროს მის სასამართლოს პროცესებს. იმედი მაქვს, აქაც იქნება ძვრა.
როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტლაში, ლელო წყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს, ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისაკენ, არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ასევე მოითხოვს გადაჭრას და ჩვენ ამისთვის გავაგრძელებთ მუშაობას.”
კომენტარები