ფოტო – ტვ პირველი
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები ამბობენ, რომ პროტესტს იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას მისაღები იქნება. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.
ამათი ნდობა ჩვენ ნაკლებად გვაქვს, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით და ნებით აღარ იქნება გლდანის ციხეში, ჩვენ შევწყვეტთ შიმშილობას. ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გაგმომდინარე არ უნდა იყოს გლდანის ციხეში, – ამბობს ენმ-ს წევრი, დავით კირკიტაძე.
ენმ-ს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალი, რომელიც მესამე პრეზიდენტის აშენებულია, მთავარსადლისთვის ღირსეული ადგილი იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა მიიღოს.
ეს არის შემოთავაზება და ეს შემოთავაზება, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილმა უნდა განიხილოს და დათანხმდეს. ჩემი პირადი მოსაზრებაა და წინასწარ წარმოდგენაც მქონდა, რომ გორის ჰოსპიტალი შესაბამისი დაწესებულება იქნებოდა. გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის აშენებულია, გორის სამხედრო ბაზაც მიხეილ სააკაშვილის აშენებულია და მთავარსარდლისთვის ეს ადგილი ღირსეული იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილის მოისმენს ამ ინფორმაციას, ადვოკატებთან ერთად განიხილავს და ის მიირებს გადაწყვეტილებას. ჩვენი რჩევაც იქნება, რომ ამ ეტაპზე ეს გამოსავალი შეიძლება იყოს, – თქვა ბეჟაშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა რატო ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
კომენტარები