შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს:
“ძველ საქმეებთან დაკავშირებით, ჩვენ განცხადებაში საუბარი იყო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რაც აუცილებელი იყო თითოეულ საქმეზე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ რაც დაკავშირებულია გამოკითხვებთან, მათ შორის ჩატარდა ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე საქმეზე არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ერთის მხრივ – ჩადენილი იყო დანაშაული, ან ვინმემ ჩაიდინა კონკრეტულად ეს დანაშაული. როგორც კი შეიკრიბება საკმარისი მტკიცებულებები, ბუნებრივია, დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა”
რას ნიშნავს შეიკრიბება? თავისით შეიკრიბება, თუ ვინმე შეკრებს? გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, თუ როგორ შეკრებთ? – ამ საკითხზე შსს-ს არ უსაუბრია.
სწორედ, ასეთმა გაურკვეველმა განცხადებებმა გამოიწვია ის, რომ დღეს მაგალითად, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ “არაფერი 4 საქმე არ არის აღძრული და შსს მიხვდა, რომ ეს 4 საქმე არ არის პრიორიტეტული”
ორი დღის წინ, შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ამ 4 საქმის ძიება 2016 წლიდან დღემდე გრძელდება.
კომენტარები