უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე – რაულ ჩილაჩავა, რომელიც ომს სასწაულებრივად გადაურჩა და პოლონეთის გავლით თბილისში ჩამოაღწია, სოციალურ ქსელში ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ეხმიანება და წერს:
“პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც, რომელიც უდიდეს სოლიდარობას იჩენს რუს ოკუპანტებთან მამაცურად მებრძოლი უკრაინელებისადმი. მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს და მის ყოფილ ელჩს ლატვიაში, მწყინს, რომ ეს ფაქტი შავ ლაქად დააჩნდება მართლაც მოძმე ორი ერის მრავალსაუკუნოვან და შეუბღალავ ურთიერთობათა ისტორიას!”
კომენტარები