ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი ფეისბუქზე წერს:
“ოპოზიციური სააგენტოები ავრცელებენ ევროპარლამენტართა მუქარის შემცველ წერილებს საქართველოსადმი. მიუხედავად იმისა, თუ რას ელოდნენ და რა უნდათ მათ საქართველოსაგან, მოდით გადავხედოთ მათ ვინაობას და შეიძლება ცხადიც გახდეს მათი ეგზალტაციის მიზეზი.
1) რასა იუკნევიჩიანე. ლიეტუველი დეპუტატი, ანდრეას კუბილიუსის პრემიერობის პერიოდში, მისი კაბინეტის თავდაცვის მინისტრი.
2) მარიამ ლექსმანი სლოვენია
3) პეტრას აუსტრევიჩუსი ლიეტუვა, კუბილიუსის პრემიერობისას, მთავრობის კანცლერი.
4) მარკეტა გრეგოროვა.
5) ანა ფოტიგა პოლონეთი
6) ანდრეას კუბილიუსი ლიეტუვა.
როგორც ვხედავთ საქართველოზე დასპეციალებულია ყოფილი საბჭოთა კოლონიების წარმომადგენლები. მითუმეტეს ლიეტუვის “სოიუდისის” წარმომადგენლები, რაც შემთხვევითი სუალც არ არის.
მათი დაუოკებელი სურვილი, მოხდეს საქართველოში რევოლუცია და დესტაბილიზაცია და ამ გზით ხელისუფლებაში დააბრუნონ ნაცები, ახალი არ არის. ამ მიზნისათვის იყენებენ ყველა შესაძლო მიზეზს, ეს იქნება ევროკავშირის კანდიდატობა თუ სხვა რამ. ბოლო დღეებში გააქტიურეს ასევე 1992 წელს იარაღის ძალით დამხობილი უზენაესი საბჭოს საკითხიც. კუბილიუსთან რამოდენიმეჯერ აუდიენციის შემდეგ, პატარა ვაშაძეს უცებ გაახსენდა უზენაესი საბჭოს ლეგიტიმაცია და მისი სამი წევრიც, გვერდზე მოიყენა პრესკონფერენციაზე. რა შეიძლება ამ ჯგუფების კორპორატიულ ინტერესს წარმოადგენდეს? აქ დავწერ მხოლოდ რამოდენიმეს:
1) ევროპაში მიმდინარე ომის პარალელურად სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია და რუსეთის ე.წ. “ცეცხლოვან რკალში” მოქცევა.
2) ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, საომარი და პოლიტიკური საფრთხის სამხრეთით გადანაწილება, რასაც ბალტიის ქვეყნები წარმატებით ახორციელებდნენ 90 იანი წლების დროს. (დანარჩენი სხვა დროს იყოს.
ბოლოს მინდა დავამატო ჩემი პოზიციაც. საქართველომ და მისმა მთავრობამ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როგორც იქნა მიიღო, ყველაზე პრაგმატული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, არ ჩაერთოს მიმდინარე მსოფლიო ომში და გადაარჩინოს ქართული სახელმწიფო ახალ ანექსიას და დანაწევრებას. ყველა ავანტურისტი ვინც ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მოსკოვში დაძრწის აქ სიტუაციის ასარევად მიმაჩნია ჩემი ქვეყნის მტრად. წერტილი!
P.S. თავი დაანებოს ყველა დეზერტირმა, გამსახურდიას და კანონიერი ხელისუფლების სახელით ვაჭრობას. იცხოვრეთ ყველამ თქვენი სახელით.”
კომენტარები