სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ ხატია ბუნიათიშვილის კრიტიკას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„გენიალური ქალი ელისო ვირსალაძე, მაღალი ხელოვნების ღირსეული წარმომადგენელი და საინტერესო ინტერვიუ!…
და ნუ იცით ეს კონტექსტიდან ამოგლეჯა, კატასტროფული არაფერი უთქვამს, ბევრ მუსიკოსზე დაისვა კითხვა და მათ შორის, ბუნიათიშვილზეც… ნაციონალური ნიშნით ხომ არ გამოარჩევდა?!. აღნიშნა, რომ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ნამდვილი განათლება აკლია, რაც სამწუხაროაო.. და სხვებსაც არჩევს, ზოგადად, კომერციული მიზნებისთვის გაპაპსავებულ კლასიკურ მუსიკაზეც მსჯელობს.. ასეთ შესრულებებს, მაშინ სხვა სახელი უნდა ერქვასო…
ბუნიათიშვილზეც მართალია, ჩემი აზრით… ხანდახან, კლასიკაა თუ „სექსი პლიაჟზე“, რომ ვერ გაიგებ და როგორც ჩემმა მეგობარმა შეადარა – „როიალს რომ ვიბრატორივით ხმარობს“- „საშინელებაა“, ალბათ ამაზე წამოცდა და შეცვალა მერე – „ტალანტიაო“ …
უმჯობესია, დაუჯეროს ვირტუოზს და განვითარდეს“, – წერს მანჩო გიორგობიანი.
ცნობისთვის, ხატია ბუნიათიშვილი Youtube-არხზე ЕщёнеПознер ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ გააკრიტიკა. მისი თქმით, ხატიას ტექნიკა არ ჰყოფნის და კლასიკურ მუსიკასთან საერთო არაფერი აქვს.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები