ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურა გურული ამბობს, რომ საქართველოს კორონავირუსის პირველ ტალღასთან გამკლავება ახლა უწევს. მისი თქმით, თავდაპირველად უცხოელი კოლეგების, მათ შორის მის შეფასებებს ქვეყანაში აღშოთება მოჰყვა, თითქოს საზღვარგარეთ მცხოვრები ექიმები არ აფასებდნენ ქართველი კოლეგების შრომას და გატარებულ ღონისძიებებს. გურული ამბობს, რომ ახლა მათ მოსაზრებას ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტი, პაატა იმნაძეც ეთანხმება.
“პაატა იმნაძემაც თქვა, რომ ახალ ხედავს პირველ ტალღას, მართლაც ახლაა საქართველოში, [ პირველი ტალღა] სწორედ იმიტომ, რომ ამ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ გადაწევა დროის, მაგრამ, რისთვის გვჭირდებოდა ეს დრო, უპირველეს ყოვლისა სტატისტიკის შესაქმნელად… დასაწყისში შეიქმნა იმის ილუზია, საზოგადოებას ექმნებოდა წარმოდგენა, რომ კლინიკები გადატვირთული იყო, ჩვენ ეს არ ვიცოდით”
ექიმ ზურა გურულის განმარტებით, სხვა ქვეყნებში ახსნა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა არ კეთდება და ეს თემა ჯანდაცვის სფეროში გარკვეული განხეთქილების საფუძველიც გახდა. მისი თქმით, ამერიკაშიც მსჯელობენ, რა შემთხვევაში ჩაიწერება კოვიდი გარდაცვალების მიზეზად. ამ თემაზე მან გადაცემა “ღამის აქცენტებში” ისაუბრა.
“მარტივია ამ კითხვაზე პასუხი, ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ამ თავიანთი ქრონიკული დაავადებებით, ცხოვრობდნენ მშვენივრად, მათ კომპენსირებული ჰქონდათ ეს დაავადება, იღებდნენ მედიკამენტებს, რომ არ ყოფილიყო კოვიდ ინფექცია, ისინი არ გარდაიცვლებოდნენ”
“მთავარი”
კომენტარები