ლეიბორისტი გიორგი გუგავა შალვა ნათელაშვილის სასამართლო პროცესზე წერს:
,,სანქციები მუშაობს❗️
ხელისუფლების დავალების ერთ-ერთ სუბიექტს შალვა ნათელაშვილის მიერ, ლებანიძის პატრიოტული ლექსის წაკითხვის გამო სასამართლოში შეტანილი ქონდა სარჩელი და არც მეტი არც ნაკლები 50 ათას დოლარს ითხოვდნენ. (ეს იმ სანქციების ნაწილი იყო რაც ხელისუფლებამ პარტიის წინააღმდეგ განახორციელა)
ჰოდა, ჩემო ბატონებო, რომ არა ამერიკის სანქციები სასამართლოს ბოსების მიმართ ადვილი წარმოსადგენია, როგორ დამთავრდებოდა ეს დავა. მაგრამ სანქციების შიში ოხერია და დღეს სასამართლომ ეს აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ასე რომ სანქციები მუშაობს და თან როგორ?
მაგრამ მთავარი ამბებიი წინ გველოდება, როდესაც სანქციების მათრახს ივანიშვილს გადაუჭერენ.”
კომენტარები