“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, წერს:
“ნაციონალური მოძრაობა კი არა დამოუკიდებელი საქართველო არ არსებობდა, როდესაც ბატონი ანზორ მელია უკვე სახელოვანი მკურნალი გახლდათ. ის, რომ არ ყოფილიყო 12 წლის უკან პირადად მე უკვე იმ ქვეყანაში ვიქნებოდი. შემზარა რაც წავიკითხე ყოფილ სოც-დაუცველ, ხორცით მოვაჭრე, შემდგომ მილიონერი უშიშროების ფაქტობრივი ექს-შეფისა და მმართველი პარტიის დღევანდელი ცნობილი ლიდერის იოსებ გოგაშვილის სიძულვილით აღსავსე სტატუსში. საიდან ამდენი ბოროტება და ამ არსებას ებარა ჩვენი უსაფრთხოება?
ახლა მე ეჭვი აღარ მეპარება რატომ ჩაცხრილა მისი სარდლობით სპეცრაზმმა მძინარე, უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი და რატომ უწოდებს ამ ახალგაზრდას დღემდე ტერორისტს.
დაიხსომეთ თუ საქართველომ პოლიტიკიდან სამუდამოდ არ მოიცილა ე.წ ქიზიყური მაფია – თამაზაშვილ-ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილ-გოგაშვილის სახით მას არაფერი არ ეშველება.”
კომენტარები