ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
„უკრაინაში, ჩემო კარგებო, ძალიან ბევრი რაიმესი ბედი და მომავალი წყდება
უპირველესად უკრაინისა
მერე პუტინის და მისი რუსეთის
მერე ზოგადად რუსეთის
მერე ნატოსი და ზოგადად დასავლეთის მომავლის
და ბოლოს კი იქნება და ერთი პატარა მისხალის ერთი იოტის მეათიათასედი საქართველოსიც კი შეიძლება.
მაგრამ
რაც უნდა იაქტიუროთ და ვინც უნდა იაქტიუროთ უკრაინაში, ევროპაში უკრაინელებისათვის,
ეს უკრაინელებისთვის დიდი დახმარებაა.
და რომ დამთავრდება ყველაფერი და ჩამობრძანდებით საქართველოში,
დაგხვდებათ ისევ ბიძინა
დაგხვდებათ ისევ თავგაჩეჩილი ტაკიმასხარა
დაგხვდებათ ისევ გამონაცვალი ნიფხავ პრემიერა.
საქართველოს ბედი წყდება საქართველოში.
საქართველოს მომავალი წყდება არა კიევში, არა ვაშინგტონსი თუ ბერლინში თუ პარიზში,
არამედ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში.
ის ხალხი, აქამდე რომ თბილისში მიტინგობდა და მიტინგობს, ერთხელაც რომ დამდგარიყო საქართველოს ბედის სადარაჯოზე, საქართველოს ბედის შესაცვლელად,
დღეს არ გვექნებოდა ეს საშინელი უპერსპექტივობა, ეს ვენესუელაზე პრორუსული ხელისუფლება და ეს სატანაზე უფრო უწმინდური წვერმოშვებისუფლებიანი მამაოები, რომლებიც ოჯახის მამას და პრეზიდენტს, საკუთარი ცოლშვილიც რომ არ გახიზნა, ვითომდა შეურაცხყოფისათვის ეძახიან ,,გეის,,
აი ის სხვის უკანალზე მორწმუნე მამაოები, პუტინზე მორწმუნე ხელისუფლება და პუტინის დიდმონა ბიძინა დაგხვდებათ საქართველოში ისევ და ისევ, თუკი უკრაინის გარდა იმ მიტინგებს ცოტათი მაინც ქართულ მარილს არ გაურევთ.
მაპატიეთ, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ ამ უკრაინელებს რომ იწვევთ ამ დამონებულ, ამ პუტინის მონა საქართველოში, ცოტათი არ გეხამუშებათ?
რუსი ელიტა გადაზიდა ჩვენმა თვითმფრინავებმა თბილისის გავლით ევროპაში, მაშინ როცა დასავლეთს საჰაერო სივრცე დაკეტილი აქვს რუსული და ბელორუსუიული აეროპორტებიდან წამოსული თვითმფრინავებისათვის.
რუსი ელიტის და პუტინის მილიონობით დოლარი გადარიცხეს ქართულმა ბანკებმა ევროპაში საქართველოს ბანკების გავლით, მაშინ როცა ევროპას და დასავლეთს სვიფტი დაკეტილი აქვს რუსი ბანკებისათვის.
ამაზე პროტესტიც რომ გაურიოთ, ბევრი კიარა, აი ისე, მარილისა და წიწაკის სახით, უბრალოდ სუნელად მაინც ამ თქვენს პროტესტებს, ამ თქვენს აქტივობას,
იქნება და საქართველოსაც ეშველოს, ცოტათი მაინც.
გამგები გაიგებს და ვისაც როგორ აწყობს, ისიც ისე გაიგებს, რასაც ვწერ.
უკრაინის ბედს უკრაინელები ჭედავენ დღეს უკრაინაში და ეს მათ იციან, ამაში დახმარება კარგი და დიდი საქმეა.
საქართველოს ბედი კი წყდება საქართველოში, და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ასე არაა
მაშინ არ ვყოფილვართ დამოუკიდებლობის ღირსი.
ვიღაცას ზურგს უკან ამოფარებული არავინ არსად არ შეგაპარებს და რომც შეიპარო,
სინდისიც კაი ამბავია და თავმოყვარეობაც.“
კომენტარები