391
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური:
“7 გზის ზეთისცხება:

ბიბლიაში გვხვდება, ელისე წინასწარმეტყველი 7-ჯერ ილოცებს და მკვდარ ბავშვს გააცოცხლებს. ასე აცოცხლებს ზეთისცხების შვიდი ლოცვა და ცხება ადამიანს, სულიერი და ფიზიკური უძლურებებისგან.

მაგიდაზე ზეთი და ღვინო იმიტოა თასით, რომ თავად ღმერთი ამბობს: ზეთი და ღვინო დაასხესო ავადმყოფს. ზეთი მადლისმიერი განკურნების ხილული ნიშანია. წითელი ღვნო ჯვარცმულის სისხლის სიმბოლო.

ხორბალი-ადამიანის პიროვნების სულიერი და ხორციელი განახლების სიმბოლო. იდება მიწაში, ლპება, მაგრამ გაზაფხულზე, მისგან უფრო მშვენიერი რამ ამოდის. ამას გაივლის ჩვენი სხეულიც, დაგვამრხავენ, გავიხრწნებით და მეორედ მოსვლისას აღვდგებით სრულიად აღმატებული სხეულებით.

ზეთის ცხების ჩხირი განასახიერებს იმ რტოს, რომელიც მტრედმა ნოეს კიდობანში მოუტანა, რითაც წყლის დაშრობა ახარა, მცხებელნიც ხარობენ.

თუ გწამს ზეთისცხებით იკურნება სიმსიმნე, უიმედობა, ცეროზი და ა.შ. მაგრამ ეს მადლი რომ მიიღო, ეკლესიის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე. რომ გაიგო რკინიგზელებს ხელფასი მოემატათო და შენ იქ არ მუშაობდე გაგიხარდება? შენ რა ხო. ეგრეა მადლიც, თუ ტაძარში სიარული გეზარება, ხანდახან შეივლი, ზეთიც რომ გცხონ შენ რა”
კომენტარები