10 შვილის მამა (მეათეს ელოდებიან და მალე გაახარებს დიდ ოჯახს), შალვა ტაბატაძე, სოციალურ ქსელში წერს:
“ქეთევანზე რომ ვიქორწინე ნახევრადსარდაფში ვცხოვრობდით, არც საცხოვრებელი პირობები იყო სახარბიელო. მალევე ზემოთ ავედით, 30მ²-ში.
გვემატებოდა შვილები, ბინა კი იგივე სიდიდის რჩებოდა.
მერე კიდევ 30მ² ფართის ბინა მივამატეთ კომპანია P.S.P.- ს დახმარებით და 60 გაგვიხდა.
შვილების რაოდენობაც იმატებდა.
გვეკითხებოდნენ-როგორ ვეტეოდით?
რას ვჭამდით ამდენი ხალხი? კიდევ ვგეგმავდით თუ არა შვილის გაჩენას და რანაირად ვაპირებდით მათ რჩენას, განათლების მიცემას და მომავალში მათ უზრუნველყოფას აუცილებელი რაღაცეებით?
ჩვენ ვპასუხობდით, რომ უხილავი ძალა გვმფარველობდა და აუცილებელს ყოველთვის მოგვცემდა. იმედიც მისი გვქონდა.
ირონიულად ეცინებოდათ,
უკვირდათ,
გვლოცავდნენ,
გვაიმედებდნენ.
მერე ახლობლების რჩევით მერიას მივმართეთ.
ერთხელ,
ორჯერ,
სამჯერ.
მერე ბიძინასაც მივწერეთ, მაგრამ
პასუხიც არ გვაღირსა.
საპატრიარქომაც უარი გვითხრა საცხოვრებელი ფართით დახმარებაზე.
მაინც ვაჩენდით შვილებს, მეგონა შერცხვებოდათ ხელისუფლებაში და იძულებულები იქნებოდნენ ეჩუქე-ბინა-თ,
თუ ახალი სახლი არა,
მიწის ნაკვეთი მაინც,
ძველი შენობა მაინც,
ბოლობოლო რაღაცას მოგვიხერხებდნენ.
თქვენც არ მომიკვდეთ.
და ბოლოს, ამდენი წლის შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც მოინდომეს, იწვალეს და შეძლეს ჩვენი გახარება,
მარტო გახარება კი არა,
შოკში ჩაგვაგდეს და შეძლეს ის, რაც შეეძლოთ სხვებსაც, მაგრამ არ მოინდომეს.
Tamta Ghonghadze-ს, სრულიად უცხო და უბრალო ადამიანს,
რომელმაც მოინდომა, იწვალა, შეძლო და აჯობა ბიძინასაც, კალაძესაც, პრეზიდენტსაც, პარლამენტსაც და გამოუვიდა ჩვენი გაბედნიერება.
დიახ, მისი წყალობით, ახალი და დიიიდი სახლი გვაჩუქეს.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სასწაულში მიიღო მონაწილეობა,
ასევე თქვენც,
ვინც ოდესმე დაგვხმარებიხართ
მატერიალურად,
ფინანსურად,
სიტყვით,
საქმით.
თქვენ მოაკელით თქვენს ოჯახებს და ჩვენს ოჯახს დაეხმარეთ.
ღმერთმა თქვენც ისე გაგახაროთ მოულოდნელად, როგორც ჩვენ გაგვახარეს 2020წელს.
უღრმესი მადლობა M²-ს და ყველას, ვინც გვედექით გვერდით და იმედი გვაქვს მომავალშიც დაგვიდგებით.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
სასწაულები ნამდვილად ხდება!”
კომენტარები