კულტურის მინისტრის მრჩეველი, იოსებ ჭუმბურიძე:
“ახლა რომ ავდგეთ ნაცებივით, ვიკადროთ და ვთქვათ, ეს კადრები დადგმულიაო, პოლიციელი კი ახალ ბედუკაძედ გამოვაცხადოთ, ეს ღრმად პატიოსანი ნაცები და მათი კიდევ უფრო პატიოსანი ტელევიზიები რაღას იტყვიან?!
***
სისტემური დანაშაულიო?!
აქეთ გამოიხედეთ:
სისტემამ უბრძანა გირგვლიანის მკვლელებს, – წაიყვანეთ და სამაგალითოდ დასაჯეთო.
წაიყვანეს.
აწამეს.
მოკლეს.
აი, ეს იყო სისტემური დანაშული.
***
მერე, იძულებული რომ გახდნენ, მკვლელები დაეჭირათ, „ციხეში” ისეთი პირობები შეუქმნეს, გარეთ რომ მოსახლეობის უმეტესობას არც დაესიზმრება.
მერე ამინისტია გამოსცეს და სასჯელი გაუნახევრეს.
მერე სულ გაათავისუფლეს.
აი, ეს იყო სისტემური დანაშაული!
***
ახლა კი ვინ უბრძანა იმ უგვან პოლიციელს?!
თუ არ დასჯიან, ისე, როგორც იმსახურებს, ეს კი იქნება სისტემის დანაშაული.
ეს ღმერთმა ნუ ქნას…”
კომენტარები