ფოტო – ტაბულა
პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
- ბადრი ჯაფარიძე – 77 მომხრე, 38 მოწინააღმდეგე;
- შალვა ნათელაშვილი – 79 მომხრე, 28 მოწინააღმდეგე;
- ელენე ხოშტარია – 77 მომხრე, 9 მოწინააღმდეგე.
10 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზი რეგლამენტის ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტი იმავე მოტივით მოქმედებს ოფიციალურად, დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც. საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ ბოიკოტი გაცდენაში ითვლება.
პარლამენტმა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის მოტივით შეუწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამივე ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია ამ საკითხზე.
კომენტარები