საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე განმარტავს, რატომ აგვიანებენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოძახებაზე.
“კოვიდინფიცირებული პაციენტი ყოველთვის, პირველ რიგში, არ წარმოადგენს ისეთ პაციენტს, რომელსაც სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ანუ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები პირველ რიგში, ოპერატიულად, დაგვიანებისა და შეფერხების გარეშე ემსახურებიან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევებზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიდიან ოპერატიულად. რაც შეეხება ისეთი პაციენტების ჯგუფს, რომლებიც პირველადი ტრიაჟის შემდეგ მიიჩნევიან მსუბუქი სიმპტომატიკის მქონე პაციენტებად, ანუ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება არანაირი საფრთხე, თუ სასწრაფო დახმარების ჯგუფი არ მივა მყისიერად…. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა შემთხვევაზე დაგვიანებით მიდის სასწრაფო დახმარება ასეთ პაციენტებშიც კი, უბრალოდ, გარკვეულ პერიოდებში შესაძლებელია ის, რომ ასეთი ჯგუფის პაციენტებთან მოხდეს გარკვეული გახანგრძლივებით რეაგირება.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი სიმპტომები და მათ სიცოცხლეს რაიმე სახის საფრთხე არ ემუქრება. ხოლო ისეთ პაციენტებზე, ვისაც ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვინც წარმოადგენს საყურადღებო პაციენტებს აუცილებლად სასწრაფო დახმარების ჯგუფები მიდიან ოპერატიულად”
ქალაქების ჩაკეტვაზე ფიქრი კი არა, სამედიცინო პერსონალის მობილიზება უნდა გამოცხადდეს და მათ ეპიკირებასა და გადამზადებაში ჩაიდოს ფული, ბრიგადები უნდა დაამატოს ასეთ დროს სახელმწიფომ, ოჯახის ექიმების მუშაობა უნდა გახადოს უფრო ქმედითი, წუხელ, მაგალითად, ინფიცირებულ პედაგოგს, რომელიც ცუდად გახდა სახლში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კი არ უთხრა, არ ხართ კლინიკაში გადასაყვანიო, უთხრა, ვერ გადაგიყვან, ადგილები არ არისო და კიდევ უფრო მეტად დააშინა. ხოდა, არ არის კლინიკებში ადგილები და არ გვყავს საკმარისი ბრიგადები, თუ კოვიდინფიცირებულთა უმრავლესობა კარგადაა და საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს? – რომელია ამ ორიდან მართალი?
და ბოლოს, ტელეფონით გავარკვევთ, ვისი ფილტვი რა მდგომარეობაშია კი არა, ბათუმის ინფექციურიდან, ფილტვის ანთებიანი, დიაბეტიანი პაციენტი, გადაიყვანეს სასტუმროში, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, ფატალური შედეგი დადგა – ასე რომ, კეთილი ინებეთ და ბრიგადები დაამატეთ, სასტუმროების დამატებას, ეგ სჯობს.
კომენტარები