ამ წუთებში, იუსტიციის მინისტრი, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ.
იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ გაითვალისწინა ევროსასამართლოს დაჟინებული თხოვნა და არ შეწყვიტა შიმშილობა, ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია და მათ ადამიანური თანადგომა დაუწუნა, თქვა, რომ ისინი არ მოუწოდებენ სააკაშვილს შიმშილობის შესაწყვეტად.
სააკაშვილი გადაყვანილი იქნება სამხედრო ჰოსპიტალში, ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ მას მკურნალობის გავლის შემდეგ უკან დააბრუნებენ.
მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი დესტრუქციული ქმედების შემთხვევაში, სააკაშვილს უკან დააბრუნებენ და ყველა იქნება მკაცრად დასჯილი.
კლინიკა, სადაც სააკაშვილი გადაჰყავთ, გორში მდებარეობს და კლინიკა თავის გვერდზე წერს, რა ტიპის მომსახურების გაწევა შეუძლია:
ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ატარებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის გიორგი აბრამიშვილის სახელს. ჰოსპიტალი ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24 საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევა.
სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს.
ამჟამად, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო განყოფილებები:
- ზოგადიქირურგიის განყოფილება
- ტრავმატოლოგიურიგანყოფილება
- ანესთეზიოლოგიურიგანყოფილება
- რეანიმაციისადა გადაუდებელი დახმარების განყოფილება
- თერაპიისადა ინტენსიური თერაპიის განყოფილება
- კარდიოლოგიისადა ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება
- ფსიქო–ნევროლოგიურიგანყოფილება
- ინფექციურიგანყოფილება
- სამედიცინორეაბილიტაციის განყოფილება
- ამბულატორიულ–პოლიკლინიკურიგანყოფილება
- დიაგნოსტიკურიგანყოფილება
- ცენტრალურილაბორატორია
- პათოლოგ–ანატომიურიჯგუფი
- სისხლისბანკი
2017 წლის 1 ნოემბერს, ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი ექვსი წლის ვადით.
კომენტარები