ჟურნალისტი, “ოდიშინიუსის” დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ რომელ ფრონტზე რა ხდება – დეტალური მონაცემები, დღე-ღამის ანგარიში:
➤ სლობოჟანსკის მიმართულებით ნაწილობრივ ბლოკადაშია ხარკოვი, რუსული მხარე აგრძელებს იერიშს, მიმდინარეობს შეტაკებები, მაგრამ მტერმა წინსვლა ვერ მოახერხა.
➤ იზიუმის მიმართულებაზე რუსულმა მხარემ გადაისროლა 35-დე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. მტერმა ნაწილობრივ წინსვლა მოახერხა დუბროვნის მიმართულებაზე და ახლა ცდილობს, არსებული პოზიციები გაამყაროს და დაიცვას.
➤ დონეცკის მიმართულებით რუსული შენაერთები ცდილობენ ზარეჩნოეს შეუტიონ და რუბეჟნოესკენ გაიჭრან. გრძელდება შეტაკებები ნოვოტოშკოვსკოესა და პოპასნაიას მიმართულებაზე. რუსი ოკუპანტები ისევ ცდილობენ დასახლება მარინკისკენ გაჭრას.
➤ დაჯგუფებების რაოდენობა მატულობს ზაპოროჟიის მიმართულებაზე. იუჟნობუჟის მიმაღთულებაზე რუსმა ოკუპანტებმა ბრძოლით ჩაატარეს დაზვერვა ტრუდოლუბოვკის რაიონში, თუმცა, დიდი ზარალი განიცადეს და უკუიქცნენ.
➤ რუსი ოკუპანტები დიდ დანაკარგს განიცდიან: ნოვოაიდარის საავადმყოფოში 220 დაჭრილი და 50-ზე მეტი მოკლულის ცხედარი მიიტანეს, ხოლო კურახოვსკის მიმართულებაზე რუსულმა ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა 250 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
➤ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე მტრის 10 შეტევაა მოგერიებული. განადგურებულია ექვსი ტანკი, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა, 15 ერთეული სამხედრო მანქანა, ოთხი საარტილერიო მოწყობილობა.
➤ დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის 15 საფრენი აპარატია ჩამოგდებული: 3 თვითმფრინავი, 9 უპილოტო საფრენი აპარატი და 3 ვერტმფრენი.”
კომენტარები