ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე
“ჩვენ მივყვებით დადგენილებას. დღეს საღამოს 6 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო ამ თემაზე, სადაც დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ დაბებში. რა თქმა უნდა, ბენეფიციარებიდან გამომდინარე მათი რაოდენობა ვერ აღწევს 13 ათასს.
საქართველოში არის ექიმების დეფიციტი, შესაბამისად, ექიმები და ექთნები რომლებიც ამ პროცესში იყვნენ, მათ მიმართ იქნება განხილვები დეტალური და პერსონალური, შესაბამისად, უმუშევრობის კომპონენტის რისკი დაბალია.
დაბალკონტინგენტიანი სამედიცინო დაწესებულებებიდან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ისეთებს, როგორიცაა ესთეტიკური ცენტრები. გადაწყვეტილება ამაზე მიღებულია და მე-15 დადგენილება ამ მხრივ განხორციელდება
კანონში მართლაც ასეა გაწერილი, რომ 1 მაისიდან ყველა იმ პოლიკლინიკას (ბათუმი, ქუთაისი, თბილისი) უწყდება დაფინანსება, რომელსაც არ ჰყავს 13 ათასი და მეტი ბენეფიციარი.
მინისტრის განცხადებით დაბებში ვერ ეყოლებათ 13 ათასი ბენეფიციარი – ეს იცის.
მინისტრმა იცის ისიც – რომ ექიმების დეფიციტია და გადაიყვანს დაბაში მომუშავე ექიმებს ქალაქში, როგორც ამბობს და არ დატოვებს უმუშევარს.
რას არ ამბობს მინისტრი?
მინისტრი არ ამბობს იმას, რომ დაფინანსების შეწყვეტა მომენტალურად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე ვეღარ ისარგებლებს ამ პოლიკლინიკაში საყოველთაო დაზღვევით.
და ვის რჩება მაშ საყოველთაო დაზღვევა? ვისი კლინიკები მიიღებენ დაფინანსებას?
მინისტრი არ ამბობს იმას, რომ რეალურად, ქართველი ექიმის ანაზღაურება საკმაოდ მცირეა და ექიმების და ექთნების უმეტესობას რამდენიმე ადგილას უწევთ მუშაობა, ცვლების გადაბმა უწევთ, რომ ოჯახების რჩენა შესძლონ.
თუ ექიმებზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე ექიმი გვყავს, თუ ექიმების დეფიციტია და პაციენტი მეტია, რატომ არ აქვთ ექიმებს მეტი ანაზღაურება? როგორ ხდება, რომ შრომა, რომელზედაც დეციტია ქვეყანაში – დაბალანაზღაურებადია? მით უფრო, რომ ყველა პროცედურა მაღალანაზღაურებადია?
და მეორე – კარგი, ექიმების დეფიციტია და სოფლებში და რაიონებში შევამცირებთ ექიმებს და გადავიყვანთ ქალაქში, იქ დავასაქმებთ – სოფლის, რაიონის მაცხოვრებელს არ სჭირდება ექიმი? ეს არის რეგიონების განვითარების გეგმის ნაწილი?
და ბოლოს, მინისტრმა ისე თქვა, ჩვენ დადგენილებას მივყვებითო, გეგონება ეს დადგენილება თავად არ შემოიღო და მე შევქმენი და დავუმტკიცე….
ალია
კომენტარები