კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ, რომელიც კომპანია “ავერსს” ეკუთვნის.
კომპანია “ავერსში” აცხადებენ, რომ აშშ-იდან ჩამოსვლის მერე, ეს სამი ადამიანი ბოჭორიშვილის კლინიკის საკარანტინე ზონაში იყო მოთავსებული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.
კომენტარები