რუს ოლიგარქებს ქონება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გააქვთ – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ სანქციების შემდეგ, რუსული ელიტის წარმომადგენლებმა დაიწყეს ქონების, მათ შორის ძვირფასი ნახატების ექსპორტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
მედიის ინფორმაციით, 28 თებერვალს დუბაიში ნიცადან ჩაფრინდა Bombardier Global 5000 თვითმფრინავი, რომელსაც იყენებდნენ ძმები როტენბერგები.
26 თებერვალს მოსკოვი-დუბაი-მოსკოვი ერთდღიანი რეისი შესრულდა ოლიგარქ იური ტრუტნევის Bombardier Global 5000-ით.
ხოლო, რომან აბრამოვიჩის Boeing 787-8 Dreamliner ორჯერ გაფრინდა დუბაიში – პირველად 28 თებერვალს, 4 მარტს მოსკოვში დაბრუნდა და იმავე დღეს ისევ დუბაიში გაფრინდა.
კომენტარები