საქართველოს ავიაბაზარი თანდათან იზრდება და ვითარდება.
საჰაერო სივრცით სულ უფრო და უფრო მეტი მგზავრი სარგებლობს. ამას საქართველოს ავიაციის სტატისტიკაც ადასტურებს. ქუთაისის აეროპორტიდან 2018 წელს საჰაერო სივრცით თუ 617,373 მგზავრმა ისარგებლა 2019 წელს ეს მაჩვენებლი 873,616-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, აქაც ზრდა ფიქსირდება. თუ 2018 წელს აღნიშნული აეროპორტიდან საჰაერო სივრცით 598,891 მგზავრმა ისარგებლა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 624,151 იყო.
ქუთაისი და ბათუმის აეროპორტებისგან განსხვავებით მგზავრთა რაოდენობა შემცირდა თბილისის აეროპორტში. კერძოდ, 2018 წელს თბილისის აეროპორტსი სხვადასხვა მიმართულებით 3,808,619 მგზავრმა იმგზავრა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 3,692,175 იყო.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2018 წელს ფრენები შესრულდა 34 მიმართულებით: უნგრეთი, რუმინეთი, იორდანია, სლოვაკეთი, ომანი, ლიბანი, ბელგია, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, საუდის არაბეთი, ნიდერლანდები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ქუვეითი, ლატვია, საბერძნეთი, ბელორუსი, პოლონეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყატარი, ისრაელი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ირანი, თურქეთი და რუსეთის ფედერაცია.
2019 წელს თბილისის აეროპორტიდან მიმართულებების რაოდენობა 32-მდე შემცირდა და გამოაკლდა: მალტა და უზბეკეთი.
2019 წლის 5 ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა თბილისის აეროპორტიდან:
თურქეთი – 686 357
რუსეთის ფედერაცია – 615 335
არაბთა გაერთ. საემიროები – 348 580
უკრაინა – 312 947
ისრაელი – 251 516
ბათუმის აეროპორტიდან 2018 წელს რეისი სრულდებოდა 11 მიმართულებით: ლიბანი, იორდანია, პოლონეთი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბელარუსი, უკრაინა, თურქეთი, ისრაელი და რუსეთის ფედერაცია.
2019 წელს რეისებს დაემატა სომხეთი, აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი, ხოლო გამოკლდა არაბთა გაერთიანებული საემიროები.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს ბათუმიდან, 2019 წელს:
ისრაელი – 217 767
უკრაინა – 102 432
რუსეთის ფედერაცია – 89 360
თურქეთი – 80 230
ბელარუსი – 49 466
ქუთაისის აეროპორტიდან 2018 წელს რეისი სრულდებოდა 16 ქვეყნის მიმართულებით: უკრაინა, ავსტრია, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი, ლატვია, ესპანეთი, ბრიტანეთი, კვიპროსი, ლიტვა, უნგრეთი, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი და გერმანია.
2019 წელს რეისებს დაემატა: დანია, ბელგია, ესტონეთი და ნიდერლანდები, ხოლო გამოაკლდა რუმინეთის მიმართულება.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს ქუთაისიდან, 2018 წელს:
პოლონეთი – 175 921
გერმანია – 126 378
იტალია – 88 554
საბერძნეთი – 69 462
ავსტრია – 52 319
წყარო: bpn.ge
კომენტარები