7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ მატროსოვის ციხეს ხვალ, 20 თებერვალს დატოვებს.
როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ის მედიასთან თავად გააკეთებს კომენტარს.
„დღეს აქ ბოლოჯერ შემოვედი და ვნახე ვანო, ის ნორმალურ ხასიათზეა. ჩვენ ხვალ 10 საათზე შევიკრიბებით და დაველოდებით მეცხრე დაწესებულებასთან. პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით ის გათავისუფლების შემდეგ გააკეთებს კომენტარს“
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილი მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით 2013 წლის 21 მაისს დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის – “აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა; აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს; მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა; ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება;
კომენტარები