3 ტელევიზიის საწინააღმდეგო სარჩელში, რომლითაც “ოცნების” ხელისუფლება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, ნათქვამია, რომ ეთერში გასული კლიპი ხელისუფლების ლიდერების დისკრედიტაციას ემსახურება და რომ მათი კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილია.
საუბარია სამოქალაქო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მიერ მომზადებულ ვიდეორგოლზე, რომელიც 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა – ვიდეორგოლში გამოყენებულია ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპულ კომენტარები.
ბექაურის კომისიისთვის წარდგენილ სარჩელში, “ოცნება” ამტკიცებს, რომ კლიპმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სამომავლო არჩევნებზე და რომ შესაძლოა ქართული ოცნების ხმებსა და ელექტორატს საფრთხე დაემუქროს.
ხელისუფლება ითხოვს, კლიპს პოლიტიკური რეკლამის სტატუსი მიენიჭოს, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა, რაც კანონით გადაცდომად ითვლება და მედიის დაჯარიმებას იწვევს.
“მთავარი არხის”, “ფორმულასა” და “ტვ პირველის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიისგან, რომელსაც “ოცნების” ერთგული ბექაური ხელმძღვანელობს, კარგს არაფერს ელიან. 2 დღეში გამართულ სხდომაზე, სავარაუდოდ მედია მორიგი სოლიდური თანხით დაჯარიმდება.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები