თავდაცვის ახალ კოდექსთან დაკავშირებით, “ღამის კურიერის” ეთერში თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა, მან განაცხადა, რომ სტუდენტთა გარკვეულ ოდენობას შეეხება სამხედრო სამსახური, თუმცა, რა პრინციპით მოხდება არჩება, არ უთქვამს, მან თქვა: “სტუდენტობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ იქნება ესა თუ ის სტუდენტი გაწვეულთა სიაში.” მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ პირველ ეტაპზე შესაძლოა გაწვევა სტუდენტთა მცირე ნაწილს შეეხოს, თუმცა, ვის შეეხება, ავტომატურად თუ არ ხდება არჩევა, ვინ ირჩევს და რა პრინციპით, ეს ისევ არ უთქვამს. როგორც მინისტრი ამბობს, კანონი ეხება იმ სტუდენტებსაც, ვინც უცხოეთში სწავლობს, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ისევ, არც აქ არ ამბობს, ვინ ირჩევს სტუდენტების იმ ჯგუფს, ვისაც ჯარში გაწვევა ეხება და ვინ წყვეტს, რომელ სტუდენტს არ შეეხება სამხედრო სამსახური.
“სტუდენტს ექნება არჩევანის საშუალება, ასევე ექნება უფლება გამოხატოს საკუთარი ნება და ნებაყოფლობით გაიაროს გაწვევამდე სავალდებულო სამსახური. ნებისმიერ სტუდენტს წლის განმავლობაში შეეძლება, მხოლოდ ზაფხულში 1 თვით გაიაროს მომზადება და აღარ იქნება იგი ვალდებული სავალდებულო სამსახურის მიმართ.
უცხოეთში ვინც სწავლობს იმ სტუდენტებს რაც შეეხებათ – მათაც ექნებათ იგივე საშუალება, შეიძლება სტუდენტმა ისწავლოს საზღვარგარეთ, აირჩიოს ეს პროგრამა და წლის განმავლობაში ერთხელ – ზაფხულში ჩამოვიდეს და გაიაროს საწყისი მომზადების კურსი.
გადავადება იქნება მხოლოდ ერთხელ – თანხის, 10 000 ლარის სანაცვლოდ. იგი ავტომატურად აღარ მოხვდება შესარჩევთა სიაში და ავტომატურად იქნება ვალდებული შემდეგ წელს გაიაროს სავალდებულო სამსახური,”- აცხადებს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
კომენტარები