უკრაინამ სანქციები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილი გარემოცვისა და ოჯახის წევრების გარდა სანქციები დაუწესა კიდევ სამ ქართველს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.
სანქციები შეეხება ბიზნესმენებს:
- დავით იაკობაშვილს;
- ალექსანდრე ჯაფარიძეს;
- გიორგი ჯაფარიძეს.
იაკობაშვილი ნავთობით მოვაჭრე კომპანიის Petrocas Energy Group-ის დამფუძნებელი და 51%-იანი წილის მფლობელია. ცნობისთვის, TI ამბობს, რომ მას ბიზნესურთიერთობები ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთანაც. 2012 წლის მარტში ივანიშვილის აგროსამრეწველო კომპანია „სტოილენსკაია ნივამ“ (Stoylenskaya Niva) იაკობაშვილის ჰოლდინგ „ЗАО Русагропроект“-ისაგან (რუსული აგრარული პროექტი) რამდენიმე პურის ქარხანა შეიძინა.
ალექსანდრე ჯაფარიძე ნავთობ-კომპანია Eurasia Drilling Company-ის დამფუძნებელია, რომელიც რუსეთში, ირანსა და სხვა ქვეყნებში ოპერირებს.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები