ცენტრ “ემპათიის” დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი ემპათია – Rct Empathy ს დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი “ემპათია” ს დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის “დასაბუთებული” დასკვნები.”
კომენტარები