ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, პოლიტიკოსებზე დღევანდელი თავდასხმის ფაქტზე წერს:
“კი ბატონო, გასაგებია რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია, მაგრამ ისმის სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა – რატომ?
როდესაც ქალბატონის ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ – მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს, აქაც რამდენიმე შეუსაბამობაა.
პირველი – რას ნიშნავს „პოლიტიკურ ნიადაგზე თავდასხმა“? რომელი მარატი დავით ბერძენიშვილი მყავს და რომელი ბენაზირ ფხუტტო ხათუნა სამნიძე, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხან თავს.
და მეორე – იქნებ ეს აქტი არა თავდასხმა, არამედ აუცილებელი მოგერიებაა, იქნებ პასუხია იმ თავდასხმებზე რასაც ისინი ქართველების წინააღმდეგ ახორციელებენ და რადგანაც მათი „პოლიტიკის“ გამო სახელმწიფოს მოსახლეობის დაცვა არ შეუძლია, ამ ორმა ადამიანმა ხმა აღიმაღლა?
იქნებ ამაზე სჯობდეს დაფიქრება და არა რაღაც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახარუხი. იმ სიტყვების, რომლებიც არც გრანტის მისაღებად არის სამყოფი და არც ქართველების გულშემატკივრობას გამოიწვევს”
კომენტარები