დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
,,რომელი მართლმადიდებელი ეკლესიები აღნიშნავენ ქრისტეშობას 25 დეკემბერს და რომელი 7 იანვარს:
ამჟამად 10 ავტოკეფალური ეკლესია ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას. ესენია: 1.კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (ათონის მთის მონასტრების გამოკლებით), 2. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო, 3. ანტიოქიისა და ახლო აღმოსავლეთის საპატრიარქო, 4. რუმინეთის საპატრიარქო, 5. ბულგარეთის საპატრიარქო, 6. საბერძნეთის ავტოკეფალური ეკლესია, 7. კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესია, 8. ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია, 9. ჩეხეთის და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესია, 10. ამერიკის ავტოკეფალური ეკლესია.
ეს ზემოჩამოთვლილი ავტოკეფალური ეკლესიები ყველა შესწორებულ კალენდარზე, ანუ ახალ სტილზე არიან და ყველა მათ ტაძრებში და მონასტრებში ახ. სტ. 25 დეკემბერს აღინიშნება შობა.
ჯერჯერობით ძველ სტილზეა დარჩენილი 7 იანვარს აღნიშნავს შობას შემდეგი 7 მართლმადიდებელი ეკლესია: 1. იერუსალიმის საპატრიარქი, 2. რუსეთის საპატრიარქო, 3. საქართველოს საპატრიარქო, 4. სერბეთის საპატრიარქო, 5. პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესია (რომელიც იყო გასწორებულ სტილზე მეოცე საუკუნის შუა პერიოდან და რუსული გავლენის გამო დაბრუნდა ძველ სტილზე დაახ. 2017 წელს, ეს ეკლესია ეთნიკურად უმტესად რუსულ-უკრაინულ-ბელორუსულია). ასევე: 6. ნაწილობრივ აღიარებული ჩრდ. მაკედონიის ავტოკეფალური ეკლესია და 7. ნაწილობრივ აღიარებული უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია ჯერჯერობით ისევ ძველ სტილზე არიან, თუმცა უკრაინის ეკლესიის იერარქია მზადაა ახალი სტილზე გადასასვლელად მოამზადოს მრევლი და წელს ნება დართო სამრევლოებს სურვილის შემთხვევაში აღენიშნათ შობა 25 დეკემბერს.
როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელ ეკლესიათა უმეტესობა ახალ, ანუ გასწორებული კალენდრის სტილზეა და შობა 25 დეკემბერს ჰქონდათ!”
კომენტარები