მცირე და საშუალო მეწარმეები იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მან განმარტა, ვის შეეხება გადასახადებისგან გათავისუფლება.
„იჯარის გადასახადიდან გათავისუფლდებიან ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც საქმიანობისთვის ფართი მერიისგან იჯარით აქვთ აღებული. ამ მეწარმეებს თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის თვის გადასახადებისგან.
თუ დამატებით საჭირო გახდა, ეს შეღავათები გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც. ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ გარკვეული ქონება მუნიციპალიტეტიდან აღებული და შემდეგ სხვა ადამიანებზე აქირავებენ“
კომენტარები