ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერებაშვილმა მედიაში გავრცელებული „ორი გვამის“ ისტორია განმარტა და განცხადა, რომ ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოღებულია:
„ეს ორი გვამის შემთხვევა მუხროვანის ამბავია. მეამბოხეებმა მოიშორეს მტკიცებულება. ეს ფრაზა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ხელოსუფლებამ ეს გამოიყენა.
ციხიდან მე ამაზე პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდა. ჰიტლერს აქვს ნათქვამი რომ თუ რაღაცას ბევრჯერ გაიმეორებ სიმართლე ეგონებაო.
ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ორი რუსი, გენშტაბის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ „მუხროვანის ამბოხს“ და გვითხრეს, რომ ორი ადამიანი მოიცილეს თვითონ. ამ ორი გვამის პოვნას ვითხოვდი.
ამას ჩაკეტილ კაბინეტში ხომ არ ვსაუბრობ? ღიად ვამბობ, იქ მონაწილეებიც ხომ არიან სხვადასხვა წარმომადგენლები და მათ დავუტოვეთ, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულება
შეგახსენებთ, ეს ვიდეო ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს არის გადაღებული და იქ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ორ გვამს“ ითხოვს.
კომენტარები