ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ტვიტერში“ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “ოცნება” მზადაა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
„ქართული ოცნება მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანმხდეთ ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის“
თავის ტვიტში მან მონიშნა აშშ-ის კონგრესის წევრები – კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯიმ რიში.
კახა კალაძის მიერ მონიშნულმა პოლიტიკოსებმა ბოლო ხანებში ქართული ოცნება მწვავედ გააკრიტიკეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. მათი უმწვავესი გზავნილები ეხებოდა ქვეყანაში მომდინარე მოვლენებს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდებას და გიგი უგულავას დაპატიმრებას.
კომენტარები