საგანგებო მდგომარეობის შესახებ, გამოიცა დეკრეტი, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანი იყო და “ალიას” ჰქონდა გუშინ სწორედ ამ საკითხზე გუშინ მასალა.
დღეს მთავრობის დადგენილება №181 გამოიცა, რომლის ერთ-ერთ მუხლში აღწერილია, რომელი ეკონომიკური საქმიანობა არ იზღუდება:
მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა
1. საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
დ) საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციისა, თუ საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე;
ე) პრესის ჯიხურებისა.
კომენტარები