არასამთავრობო ორგანიზაცია „დოსიემ“ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსულ კავშირებზე მორიგი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა.
დოკუმენტების მიხედვით, ირმა ინაშვილის პარტია მოსკოვიდან იმ გზავნილების სიას იღებდა, რომელიც წინასაარჩევნოდ საქართველოში უნდა გაეჟღერებინა.
„დოსიეს“ ინფორმაციით, რუსი კურატორები დავით თარხან-მოურავს და ირმა ინაშვილს სთხოვდნენ სექტემბრის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის პიკეტირება დაეწყოთ, სადაც მონაწილეობას ბათუმიდან ჩამოყვანილი აქტივისტები მიიღებდნენ.
„დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული მასალით ირკვევა ისიც, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ქვეყანაში ანტითურქული განწყობები უნდა გაეღვივებინა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პარტია მოსკოვს აწვდიდა ინფორმაციას იმ ცნობილი სახეების შესახებ, რომლებსაც „პატრიოტების“ მხარდამჭერებად მოიაზრებენ, მათ შორის მომღერალი თემურ თათარაშვილი, პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი.
პრაიმტაიმი
კომენტარები